Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იროდიონ ევდოშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბოდბისხევი, ახლანდელი სიღნაღის რაიონი. თელავის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1890 წ.) სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც 1893 წელს გარიცხეს მოსწავლეთა ფარულ რევოლუციურ წრეში მონაწილეობისათვის. 1905 – 1907 წლების რევოლუციაში მონაწილეობისათვის მას აპატიმრებენ და ასახლებენ. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ თბილისში იბეჭდება ირ. ევდოშვილის პირველი ლექსები ჟურნალებში "კვალი", "ივერია" და სხვ. გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე პოემა "უკანასკნელი დღე სიკვდილით დასჯისა". მისი ლექსები "ქარიშხალი", "ჩვენება", "მეგობრებს" და სხვ. (1896 – 1903 წწ.) რევოლუციური ბრძოლისაკენ მოუწოდებს მშრომელ ხალხს. მუშათა რევოლუციური მოძრაობის აღმავლობის გამოძახილი იყო მისი ლექსები "სიმღერა" (1903), "ჩემს მტერს"; თარგმანები (1905 – 1907 წწ.); "მარსელიოზას" და სხვ. ირ. ევდოშვილის პოემა "მუშა და მუზა" მიზნად ისახავს მშრომელთა თავისუფლებისათვის ბრძოლას, პოლიტიკური სიმახვილე და აქტუალურობა კი განსაზღვრავს მისი პროზაული ნაწარმოებების ხასიათს. რეაქციის პერიოდში (1908 წლიდან) მის პოეზიაში უკვე ნელ-ნელა სევდისა და მოღლილობის მოტივები კრთება ("ისევ გოლგოთა", "მოღლილობა", "გატეხილი ჩანგი", 1915 და სხვ.). იროდიონ ევდოშვილის დაკრძალვის დღე ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.132; საქართველო:ენციკლოპედია: ტ.2.-თბ.,2012.-გვ.550 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |