Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სარგის თმოგველი![]()
BiographyXII- XIII საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ქართველი დიდებული, თმოგველების ფეოდალური სახლის ფუძემდებელი, ვარამ ზაქარიას ძე მხარგრძელის ძე. იგი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. გიორგი რუსზე თამარის დაქორწინების შემდეგ ოთხმა მხარგრძელმა, მ. შ. სარგისმა, მოაწყო ძლევამოსილი ლაშქრობა თურქთა წინააღმდეგ დვინის მხარეში. თამარ მეფის წინააღმდეგ ფეოდალთა ამბოხების დროს სარგისი სხვა მხარგრძელებთან ერთად თამარს ემხრობოდა. ამბოხების ჩაქრობის შემდეგ თამარმა დააჯილდოვა თავისი ერთგული ფეოდალები, კერძოდ, სარგისს უწყალობა იმხანად გარდაცვლილი ამირსპასალარის გამრეკელ თორელის საკარგავი - თმოგვის ციხე (ჯავახეთი), რის შემდეგაც სარგისი იწოდა თმოგვად. იგი მონაწილეობდა შამქორის ბრძოლაში (1195). შალვა ახალციხელთან ერთად მონაწილეობდა (ე. ი. იცავდა საზღვრებს) ჯავახეთში და მასთანვე სარდლობდა ქართველთა ლაშქარს კარის (ახლანდელი ყარსი) ციხის თურქებისაგან გასათავისუფლებლად. ზოგი მეცნიერი მას მწერალ სარგის თმოგველთან აიგივებს და მას მიაწერს პოემა "დილარგეთიანის" ავტორობას და "ვისრამიანის" მთარგმნელობას. ს. თმოგველი უკანასკნელად XIII ს-ის 60-იანი წლების წყაროებში, მესხეთში შემოჭრილ მონღოლთა მხედართმთავრის ალა-თემურის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ მთავრებს შორის იხსენიება. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.75 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |