| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს. |
ეგნატე ნინოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფ. ყელა, ახლანდელი ლანჩხუთის რ-ნი. დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სასწავლებელი (1872). 1876 წლიდან სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, საიდანაც 1978 წელს "მგლის ბილეთით" გარიცხეს მოწაფეთა გაფიცვის მეთაურობისათვის. 1879-1981 წლებში მასწავლებლობდა სოფ. ჩოჩხათის სკოლაში. მუშაობდა ასოთამწყობად თბილისის სტამბაში (1884), მოხელედ სოფლის კანცელარიაში (1886) და სხვ. 1886წ. გაემგზავრა საფრანგეთში. დაბრუნდა 1887წ. სამშობლოში დაბრუნებული მწერალი მუშაობდა ბათუმის ნავსადგურში, ხოლო შემდეგ შავ მუშად როტშილდის ქარხანაში. ეგ. ნინოშვილის სამწერლო მოღვაწეობა სულ შვიდიოდე წლით (1887 - 1894) შემოიფარგლა. მისი თხზულებები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში ("ივერია", "კვალი", "მოამბე", "თეატრი" და სხვ.) ცალკე წიგნად გამოიცა მისი რამდენიმე მოთხრობა, "სიმონა" და "ქრისტინე" (1892). თავის პუბლიცისტურ სტატიებსა და მხატრულ თხზულებებში მწერალი მშრომელთა ყოფის მხატვრად, ჩაგრულთა თავდადებულ ქომაგად, მათი უკეთესი მომავლისათვის მებრძოლად წარმოგვიდგა. 1904 გამოქვეყნდა ნინოშვილის თხზულებათა ერთტომეული, 1920— სამტომეული, 1925— თხზულებათა პირველი სრული კრებულის სამტომეული და სხვ. მძიმე ცხოვრებისაგან ტანჯული მწერალი, ჭლექით დასნეულებული გარდაიცვალა. ამ დღეს საზოგადოების მოწინავე წარმომადგენლებმა ოფიციალურად გამოაცხადეს "მესამე დასის" დაფუძნება. ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

