The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



ანტონ ფურცელაძე

ანტონ ფურცელაძე
დაბადების თარიღი:6 დეკემბერი, 1839
გარდაცვ. თარიღი:3 ნოემბერი, 1913  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სომ. მერეთი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფ. მერეთი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი.

დაიბადა ღარიბი აზნაურის ოჯახში. 11 წლის ასაკში ქ. ორიოლის კადეტთა კორპუსში მიიღეს სახელმწიფო ხარჯზე. აქ ანტონი სამიოდე წელი დარჩა. 1854 წ. წელს ის ვარჯიშის დროს ორძელიდან ჩამოვარდა და სამუდამოდ დაკოჭლდა. ამის გამო, სამხედრო სამსახურისათვის გამოუსადეგარი, იძულებული გახდა სასწავლებელი დაეტოვებინა და სამშობლოში დაბრუნებულიყო. რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ ის ერთხანს თავის სოფელში რჩება და დავრდომილთა თავშესაფარში გადამწერლის თანამდებობაზე იწყებს სამსახურს. აქ იგი დიდხანს არ დარჩენილა. მალე  თბილისში  გადმოვიდა.

1861 წ. ა. ფურცელაძე თანამშრომლობას იწყებს ჟურნალ "ცისკარში". პირველ ხანებში, ის მეტწილად მთარგმნელობით მუშაობას ეწევა. "ცისკარში" თანამშრომლობის შეწყვეტის შემდეგ ა. ფურცელაძე "დროებაში" გადავიდა. 1866 წელს ა. ფურცელაძემ "დროებაში" გამოაქვეყნა მოთხრობა  მართას რამდენიმე თავი. 1869-1870წწ. იქმნება რომანი "მაცი ხვიტია" და 1899წ. - ტრაგედია "დიდი მოურავი".

მისი თაოსნობით 1869წ. გამოსვლას იწყებს ყოველთვიური სამეცნიერო და სალიტერატურო ჟურნალი "მნათობი". 1873 წლიდან ა. ფურცელაძე რედაქტორობს პირველ აგრონომიულ ჟურნალს ქართულ ენაზე "გუთნის დედას".

1905 წ. ა. ფურცელაძე სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარედ იქნა არჩეული. 1911წ. ა. ფურცელაძემ ბანკში სამსახურს თავი დაანება და მუდმივ საცხოვრებლად სოფელ არბოში დასახლდა. 

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: