ძიება
ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
|
გიორგი ქუჩიშვილი
| ოფიციალური სახელი: | გიორგი ჩხეიძე |
| სხვა სახელი: | გიორგი ქუჩიშვილი (ფსევდონიმი) |
| დაბადების თარიღი: | 17 ოქტომბერი, 1886 |
| გარდაცვ. თარიღი: | 20 იანვარი, 1947 (60 წლის ასაკში) |
| დაკრძალვის ადგილი: | დიდუბის პანთეონი, თბილისი |
| კატეგორია: | მწერალი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფ. მერე, ახლანდელი თელავის რაიონი.
სწავლობდა თბილისში, ავლაბრის სამოქალაქო სასწავლებელში. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1906 წელს, მთლიანი კრებული კი 1914 წელს. მისი შემოქმედების მთავარი გმირები საზოგადოებისაგან გარიყული, ულუკმაპუროდ დარჩენილი მშრომელი ადამიანებია (ლექსების ციკლი "ქუჩის სიმღერები"; მინიატურები − "უსახელო" (1910); "საცოდავი" (1914). გ. ქუჩიშვილის კალამს ეკუთვნის აგრეთვე საბავშვო ლექსები: "აღტაცება" (1909); "პაწია მეგობრები", "სიმღერა" (1922) და "სკოლისაკენ".
ბიბლიოგრაფია
- თხზულებანი: 2 ტომად (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1963. - 399 გვ., 470გვ.
- მოგესალმებით, ბავშვებო (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1961. - 126 გვ.
- პოემები და ლეგენდები (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1939. - 216 გვ.
- მხედრული ლექსები (ავტორი). - ტფილისი, ფედერაცია, 1932. - 40 გვ.
|