| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს. |
ეკატერინე გაბაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: გორი. დაამთავრა ფავრის კერძო პანსიონი თბილისში 1868 წელს. პირველი ნაწარმოები "გლეხკაცების აზრი სასოფლო შკოლაზედ" გამოაქვეყნა 1870 წელს "დროებაში". ეკატერინე გაბაშვილი ქართული კრიტიკული რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მან ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა ქართულ ლიტერატურაში პროზის მცირე ჟანრები — პატარა მოთხრობა, ნოველა, მინიატიურა, სურათი. მისი ლიტერატურული შეხედულებები რუსი რევოლუციონერ-დემოკრატების და ქართველი "სამოციანელების", განსაკუთრებით ილია ჭავჭავაძის იდეური ზემოქმედებით ჩამოყალიბდა. ეკ. გაბაშვილს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული საბავშვო მწერლობის განვითარებაში. იგი იყო ჟურნალ "ჯეჯილის" გამოცემის ერთ-ერთი ორგანიზატორი, შემდგომ კი მისი აქტიური თანამშრომელი. მისი საბავშვო მოთხრობები ყოველთვის საქრესტომათიო მასალა იყო ქართული სახელმძღვანელოებისათვის. ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

