Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ I (საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი)![]()
Biographyსაქართველოს კათოლიკოსი XII საუკუნის II ნახევარში 1149-1178 და 1184-** წლებში, გიორგი III დროს. მწერალი და ფილოსოფოსი, იგი პროგრესულად მოაზროვნე იყო და სამეფო ხელისუფლების ცენტრალიზაციას ემხრობოდა. 1178 წელს კათალიკოსობიდან გადადგა და იერუსალიმში წავიდა. 1184 წელს თამარ მეფემ იერუსალიმიდან საქართველოში მოიწვია. ნიკოლოზ გულაბერისძე, ანტონ ქუთათელთან ერთად, ხელმძღვანელობდა საკლესიო კრებას. ნიკოლოზ გულაბერისძე მიჩნეულია ავტორად თხზულებისა "საკითხავი სუეტისა ცხოველისაჲ, კუართის საუფლოჲსა და კათოლიკე ეკლესიისა". მასში აღწერილია საუფლო კვართისა და წმიდა ნინოს მიერ ქართველთა გაქრისტიანების ამბავი, აგრეთვე სვეტიცხოვლის ძველი და ახალი სასწაულთმოქმედება, რასაც ბოლოში დართული აქვს შესხმა "გიხაროდენ". საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სვიმონ IV-ს ძმისწული. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.433; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 101
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |