The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



არსენ იყალთოელი

არსენ იყალთოელი
დაბადების თარიღი:10??
გარდაცვ. თარიღი:11??
კატეგორია:მწერალი, სასულიერო პირი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

XI–XII საუკუნეების ქართველი სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი, ჰიმნოგრაფი, წყაროებში იხსენიება ვაჩეს ძედ. წარმოშობით იყალთოდან ყოფილა. განათლება მიიღო ბიზანტიაში, ე. წ. მანგანის აკადემიაში. მისი მასწავლებლები იყვნენ  მიქაელ ფსელოსი და იოანე ნომოფილაქსი. აქვე აქვს დაწყებული მთარგმნელობითი  მოღვაწეობა. არსენ იყალთოელს იყალთოს მონასტერთან დაუარსებია აკადემია და მისი  პირველი რექტორიც ყოფილა, საბოლოოდ კი შიო მღვიმის მონასტერში დამკვიდრებულა. არსენ  იყალთოელმა თარგმნა და ერთ კრებულში "დოგმატიკონში" გააერთიანა ბიზანტიის მწერალთა  ფილოსოფიურ-თეოლოგიური თხზულებები: ანასტასი სინელის "წინამძღვარი", იოანე  დამასკელის "წყარო ცოდნისა", თეოდორე აბუდერას პოლემიკური ეპისტოლენი და სხვ. მან  თარგმნა აგრეთვე "დიდი სჯულის კანონი". აღსანიშნავია, რომ მას ანატომიის მცოდნედ  მოიხსენიებენ. მასვე ეკუთვნის სასულიერო შინაარსის იამბიკოები, დავით აღმაშენებლის  ეპიტაფია "ვინ ნაჭარმაგევს მეფენი".  იგი ფილოსოფიაში არისტოტელიზმის მიმდევრად  ითვლება.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: