The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



ნიკო ლორთქიფანიძე

ნიკო ლორთქიფანიძე
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1880
გარდაცვ. თარიღი:25 მაისი, 1944  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სოფ. ჩუნეში, წყალტუბოს რაიონი.

 სწავლობდა ჯერ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, შემდეგ კი საშუალო სასწავლებელი ვლადიკავკაზში დაამთავრა. სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტში, შემდეგ ავსტრიაში - ლეობენის სამთო აკადემიაში. 1907 წელს ნ. ლორთქიფანიძე სამშობლოში დაბრუნდა. იგი გერმანულ ენას ასწავლიდა თბილისისა და ქუთაისის სკოლებში და 1928–1940 წლებში საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში, სადაც შემდგომში უცხო ენათა კათედრის გამგე გახდა. 1921–1924 წლებში ნ. ლორთქიფანიძე ხელოვნების მუშაკთა კავშირის თავმჯდომარე იყო. ნ. ლორთქიფანიძემ ლიტერატურული მოღვაწეობა 1902 წელს დაიწყო. მისი თხზულებები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: "ნიშადური", "საქართველო", "ივერია", "თეატრი და ცხოვრება", "დროება", "სახალხო გაზეთი" და სხვ. მან იმთავითვე მიიქცია ყურადღება, როგორც უაღრესად ჰუმანური იდეების გამომხატველმა შემოქმედმა. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა თემატური მრავალფეროვნებითა და ჟანრთა ნაირსახეობით (200-მდე მინიატურა, ნოველა, მოთხრობა, 1 რომანი, 2 პიესა) გამოირჩევა. მხატვრული სიტყვის ბრწყინვალე ოსტატმა ნ. ლორთქიფანიძემ მნიშვნელოვნად განსაზღვრა XX საუკუნის ქართული პროზის განვითარება.

ბიბლიოგრაფია

  • თავსაფრიანი დედაკაცი : კრებული (ავტორი). - თბილისი, ბაკმი, 2011. - 408 გვ. . - ISBN: 978-99940-27-31-6
  • რაინდები : თხზულებანი (ავტორი). - თბილისი, ანბანი, 2011. - 276 გვ.. - ISBN: 978-99940-24-82-7
  • მრისხანე ბატონი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, [პალიტრა L, 2010. - 312 გვ.. - ISBN: 978-9941-413-55-1
  • სოფლის აშიკი (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1966. - 26 გვ.
  • ქედუხრელნი : დავით აღმაშენებელი, ტყვედყოფილის დაბრუნება და სხვ. მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა მწერალი, 1946. - 134 გვ.

გააზიარე: