The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როინ მეტრეველი

როინ მეტრეველი
დაბადების თარიღი:7 დეკემბერი, 1939  (81 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა აბასთუმანი, ადიგენის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1962 წელს.

მუშაობდა კომკავშირულ და პარტიულ მაღალ თანამდებობებზე: 1960-1972წწ. და 1972-1986წწ. იყო ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1986-1989წწ. თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი;1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1991-2004წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. იყო ჟურნალ "მაცნეს" ისტორიის სერიის რედაქტორი, თსუ ისტორიის კათედრის გამგე; 1992 წლიდან ქართულ სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის ს/კ ცენტრის ხელმძღვანელი; 2001 წლიდან ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. მეცნიერული ინტერესების სფერო: შუა საუკუნეების საქართველოს ისტორია, წყაროთმცოდნეობა, საზოგადოებრივი აზრის ისტოროა. არის 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის "შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში", "დეკლასირებული ელემენტები შუა საუკუნეების საქართველოში", დავით IV აღმაშენებელი", "მეფე თმარი". მისი რედაქტორობით გამოცემულია მრავალი სამეცნიერო კრებული და მონოგრაფია. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1976).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "XII საუკუნის საქართველოს სახელმწიფოებრივი ფორმები", დაიცვა 1965 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "შინაკლასობრივი ბრძოლა შუა საუკუნეების საქართველოში", დაიცვა 1974 წელს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 255

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევრაზიის უნივერსიტეტების გენერალური ასამბლეა, მთავარი კომიტეტის წევრი (1994-)
  • კალიფორნიის (აშშ) ხელოვნების, მეცნიერებისა და განათლების საერთაშორისო აკადემია, წევრი
  • რუსეთის უმაღლესი განათლების აკადემია, წევრი
  • საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი, პრეზიდენტი (1996-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოს-მდივანი (1988-1991)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი (2013-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (1993-)
  • საქართველოს მეცნიერების აკადემიასთან არსებული საქართველოს ისტორიის წყაროების კომისია, თავმჯდომარე (1995-)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭო, თავმჯდომარე (1996-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1996 - აფხაზეთის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1988 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერების დარგში
  • შრომის წითელი დროშის საპატიო ნიშანი
  • ქუთაისის საპატიო მოქალაქე
  • ქუთაისის და გიუმრის (სომხეთის) უნივერსიტეტების საპატიო პროფესორი
  • აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია
  • ფრიტოფ ნანსენის საპატიო მედალი
  • წმინდა გიორგის ოქროს ორდენი (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო)
  • ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: