შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის არქიტექტურული განყოფილება 1936 წელს. 1935-1938 წწ. დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა, მუშაობდა საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში ლექტორად; 1939-1947 წწ. იყო საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის ლექტორი, დოცენტი; 1937-1941 წწ. თბილისის სამხატვრო აკადემიის ასისტენტი, ლექტორი, დოცენტი, პროფესორი; 1941-1948 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი, 1948-1957 წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 1973-2000 წწ. აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორად, ხოლო 1988 წელს საპატიო დირექტორად, 1997 წლიდან გარდაცვალებამდე იგი კვლავ ინსტიტუტის დირექტორი იყო. ვ. ბერიძის ნაშრომებში განხილულია ქართული ხელოვნების ისტორიის საკითხები ადრინდელი ფეოდალური ხანიდან დღემდე. მას ეკუთვნის თანამედროვე კრიტიკული ხასიათის წერილები, ნარკვევები, მონოგრაფიები გამოჩენილ ქართველ მხატვრებზე. მისი ნაშრომები გამოცემულია გერმანულ, იტალიურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. იყო ერთ-ერთი მოთავე და ორგანიზატორი ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმებისა (პირველი სიმპოზიუმი მოეწყო 1974 წელს და ტარდებოდა ყოველ სამ წელიწადში მონაცვლეობით იტალიასა და საქართველოში). ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპეხდია: ტ. 2.-თბ.,1977.-გვ. 322; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.108; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.162 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |