| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს. |
ნინო აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფ. ვეჯინი, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფარმაკო-ქიმიური ფაკულტეტი 1934 წელს. პირველი მოთხრობა - "ალაზნის პირას" - გამოაქვეყნა 1947 წელს. 1953 წელს გამოვიდა კრებული: "მოთხრობები", 1963 წელს-"შეხვედრა თერგზე", 1974 წელს კიდევ "მოთხრობები" და სხვა. მისი ბოლო ნაწარმოები "დრო და სასჯელი", ეძღვნება კომუნისტური რეჟიმის პირობებში გადატანილ პირად უდიდეს ტკივილს. მასში ასახულია 20-იანი წლების საქართველოს ისტორია; ეს იყო დევნა ქართველი თავად-აზნაურობისა, მათი სრული განადგურების მიზნით. აღნიშნული ნაწარმოები მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბეჭდა ჟურნალ "კლდეკარში"(1997,2(11)). ნინო აბაშიძე იყო პირდაპირი შთამომავალი კრწანისის ომის გმირის, იოანე კახთ-აბაშიძისა. ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით, მას შექმნილი აქვს მოთხრობები ილია ჭავჭავაძეზე, დავით გურამიშვილსა და ლესია უკრაინკაზე. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

