შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გერონტი ქიქოძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა ბერნის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1912 წელს. პირველი წერილი გამოაქვეყნა 1905 წელს გაზეთ "მოგზაურში". ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1910 წლიდან. ოციან წლებში გ. ქიქოძე უნივერსიტეტში კითხულობდა დასავლური ევროპის ლიტერატურის ისტორიის კურსს. 1927-1928წწ. იყო ლიტერატურული დაჯგუფების "არიფიონის" ერთ-ერთი მოთავე და მისი ალმანახის "არიფიონის" თანაავტორიც. ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის კლსიკურ ნიმუშადაა მიჩნეული ფრანგულიდან მის მიერ ნათარგმნი "ტრისტანი და იზოლდა", "წითელი და შავი". "იტალიური ქრონიკები", "შაგრენის ტყავი", პროსპერ მერიმეს ნოველები და სხვა. იგი ევროპული და ქართული ლიტერატურის ღრმა ცოდნით გამოირჩეოდა, რის გამოც იგი თანამედროვე კრიტიკისა და ლიტერატურადმცოდნეობის განმსაზღვრელი გახდა. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.343 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |