The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



ბარბარე ჯორჯაძე

ბარბარე ჯორჯაძე
ოფიციალური სახელი:ბარბარე ერისთავი
დაბადების თარიღი:1833
გარდაცვ. თარიღი:10 აპრილი, 1895  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თელავი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფ. ქისტაური, ახლანდელი ახმეტის რაიონი.

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1858 წლიდან ჟურნალ "ცისკარში". "მამებისა" და "შვილების" ბრძოლაში "მამების" პოზიციას იცავდა. იგი რომანტიკული სკოლის წარმომადგენელია. მოგვიანებით ქართველ სამოციანელთა შეხედულებებიც გაიზიარა (ლექსი "გაზაფხული" და სხვ.) წერდა ლექსებს, მოთხრობებს, პუბლიცისტურ წერილებს. მისი პოეზია გამსჭვალულია მოქალაქეობრივი ტკივილით, სამშობლოს სიყვარულით ("ლენქორანი", "მოჩვენება"), ჩაგრულთა თანაგრძნობით ("თედორეს საჩივარი"), უსამართლო მოხელეთა სიძულვილით ("გამომძიებელს", "რას იბღინძები") და სხვ. დრამაში "შური"(1863) და კომედიაში "რას ვეძებდი და რა ვპოვე"(1865) მწერალი ამჟღავნებდა ინტერესს სოციალური პრობლემებისადმი, ცდილობდა რეალისტურად წარმოესახა იმდროინდელი საზოგადოების ურთიერთობანი, მაგრამ მაინც მამაპაპურ მყუდროებას შეჩვეული ქართველი თავადაზნაურობის პოზიციაზე დარჩა. მან ერთ წიგნად შეკრა და შთამომავლობას გადასცა ქართული სამზარეულოს მთელი საგანძური.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: