The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბარბარე ჯორჯაძე

ბარბარე ჯორჯაძე
Legal name:ბარბარე ერისთავი
Date of birth:1833
Date of death:11 April, 1895  (at 62 years)
Burial location:საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თელავი
Category:Writer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქისტაური, ახლანდელი ახმეტის რაიონი.

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1858 წლიდან ჟურნალ "ცისკარში". "მამებისა" და "შვილების" ბრძოლაში "მამების" პოზიციას იცავდა. იგი რომანტიკული სკოლის წარმომადგენელია. მოგვიანებით ქართველ სამოციანელთა შეხედულებებიც გაიზიარა (ლექსი "გაზაფხული" და სხვ.) წერდა ლექსებს, მოთხრობებს, პუბლიცისტურ წერილებს. მისი პოეზია გამსჭვალულია მოქალაქეობრივი ტკივილით, სამშობლოს სიყვარულით ("ლენქორანი", "მოჩვენება"), ჩაგრულთა თანაგრძნობით ("თედორეს საჩივარი"), უსამართლო მოხელეთა სიძულვილით ("გამომძიებელს", "რას იბღინძები") და სხვ. დრამაში "შური"(1863) და კომედიაში "რას ვეძებდი და რა ვპოვე"(1865) მწერალი ამჟღავნებდა ინტერესს სოციალური პრობლემებისადმი, ცდილობდა რეალისტურად წარმოესახა იმდროინდელი საზოგადოების ურთიერთობანი, მაგრამ მაინც მამაპაპურ მყუდროებას შეჩვეული ქართველი თავადაზნაურობის პოზიციაზე დარჩა. ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, რაფიელ ერისთავის და.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.573; ნეკროლოგი // ივერია : საპოლიტიკო და სალიტერატურო ყოველდღიური გაზეთი. - თბილისი, 1895. - 14 აპრილი. - N77. - გვ.1: (dspace.nplg.gov.ge)

Bibliography


Share: