შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ჩხეიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიმი, ახლანდელი ბაღდათის რაიონი. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, რევოლუციური მუშაობისათვის ბაქოში გადაასახლეს. 1915-1917 მასწავლებლობდა იქაურ გიმნაზიაში, 1917-1933 წლებში მუშაობდა ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში, 1933-1937 კი, ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1933-1934 იყო ქუთაისის თეატრის დირექტორი. პირველი წიგნი - ნოველებისა და ლეგენდების კრებული "შემოდგომის ცრემლები"- 1918 წელს გამოქვეყნდა. დ. ჩხეიძის ძირითადი ნაწარმოები რომანი "გიონ დარანა"- 1929 წელს გამოვიდა. 1933 წელს გამოსცა პროზაული კრებული "ორბი". თავკაცობდა ქუთაისის ლიტერატურულ ცხოვრებას. დ. ჩხეიძეს ეკუთვნის პიესები: "ურაგანი", "ბეთქილი", "ბაილი", "ნაირმალი". რეპრესირებული, დახვრიტეს 1937 წელს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.-გვ.174; ge.openlist.wiki ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |