შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ჭილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. დაამთავრა ივანე ჯავავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგის ფაკულტეტი 1954 წელს. მუშაობდა ჟურნალ "ცისკარში" (1958–1964), იყო ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნების" მთავარი რედაქტორი (1973–1981), 1991–იდან პროფესორია და დრამატურგიის კურსი მიჰყავს საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში, 1997–იდან ჟურნალ "მნათობის" მთავარი რედაქტორია. პირველი ლექსები გამოაქვეყნა ალმანახში "პირველი სხივი" (1951), ლექსების პირველი წიგნი – 1956. მას შემდეგ მისი მრავალი წიგნი გამოქვეყნდა: კრებულები – "ღია სარკმელი" (1958), "მზის საათი" (1962), "ივლისი" (1966), "მახსოვრობა"(1978), "ლექსები" (1987), "მზე დეკემბერში" (1999); პროზაული კრებულები – "გასეირნება პონის ეტლით", "შუადღე"(1963), "ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე" (რომანი, 1965), "თეთრი კვამლი" (1967), "აჰა, მიიწურა ზამთარი" (რომანი, 1967), "მდგმურები" (1971), "აუზი" (1972) და სხვ. მწერლის ნაწერები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. პიესები იდგმება თეატრებში, როგორც საქართველოში, აგრეთვე საზღვარგარეთ (ტელესპექტაკლების სახით). მიღებული აქვს დასავლეთ გერმანიის რადიო მაუწყებლობის პირველი პრემია პიესისათვის "სამოთხის კვარტეტი" (1996), კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის "საერთაშორისო ადამიანის" წოდები ნომინანტი (1999). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-399გვ; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ. 417 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |