The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იონა მეუნარგია

იონა მეუნარგია
დაბადების თარიღი:26 ნოემბერი, 1852
გარდაცვ. თარიღი:15 მაისი, 1919  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფ. ცაიში, ზუგდიდის რ-ნი
კატეგორია:კრიტიკოსი, მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ცაიში, ზუგდიდის რაიონი.

ქუთაისის სასულიერო სასწავლებელის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1874 წელს, როგორც პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო გარიცხეს სემინარიიდან. იმავე წელს ი. მეუნარგიამ სწავლის გასაგრძლებლად ევროპას მიაშურა. იგი ორი წლის განმავლობაში ჟენევის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. 1877 წელს იგი ცოდნის გასაღრმავებლად პარიზში გადავიდა.

1878 წლის მიწურულს იონა მეუნარგია საშობლოში დაბრუნდა და ჩაება საზოგადოებრივი და ლიტერატურული ცხოვრების საერთო ფერხულში. იგი დაუღალავად თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ ჟურნალ–გაზეთებში. ენერგიულად იღწვოდა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში.

იონა მეუნარგია – ერისა და პიროვნების თავისუფლებისათვის მებრძოლი, თავადაც თვისუფალი ადამიანის ცოცხალ მაგალითად რჩებოდა. იგი ყოველთვის არჩევით თანამდებობებზე მუშაობდა. 1891–1894 და 1907–1913 წლებში იონა არჩეულ იქნა ფოთის ქალაქისთავის მოადგილედ. 1898–1907 წლებში მომრიგებელ შუამავლად მოღვაწეობდა ზუგდიდის, სენაკისა და ლეჩხუმის მაზრებში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.6.-თბ., 1983.-გვ.621; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.72

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: