The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ნაზი ხანიაშვილი

ნაზი ხანიაშვილი
დაბადების თარიღი:28 ოქტომბერი, 1943  (71 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი "სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის" სპეციალობით 1972 წელს.

1994 წლამდე მუშაობდა განათლების უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლის სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში პედაგოგად. კითხულობდა ლექციებს საგნებში: "სამშენებლო კონსტრუქციები" და "სამშენებლო მექანიკა". 1982 წლიდან მიეცა ნათელხედვისა და ნათლადსმენის უნიკალური ნიჭი, რასაც ათწლეულების მანძილზე იყენებდა და იყენებს ავადმყოფთა დისტანციური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებში. პარალელურად  მიეცა სამყაროს მეტაფიზიკური ხედვები. დაიწყო ჯერ კიდევ პირველ ადამიანთა ცნობიერების შესწავლა სამყაროს მიმართ, რომელიც გადმოცემულია მითოლოგია, ეთნოგრაფია, არქეოლოგიურ სიმბოლიკაში. ათწლეულებია მუშაობს ბიბლიური კაბალას და ქართული ანბანის, როგორც სამყაროს გენეტიკური კოდის მეტაფიზიკური სიღრმეების შემეცნებაზე, რომელიც მოიცავს მთლიანად სამყაროს ყველა განზომილებათა ერთიან კოსმიურ პროცესს, წარმოაჩენს ერთიან უწყვეტ გენეტიკურ ჯაჭვს, საქართველოს და ქართული გენის მისიას კაცობრიობისა და სამყაროს წინაშე. 1987 წლიდან გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო-კვლევითი სტატია 20-ზე  მეტ პოპულარულ და სამეცნიერო ჟურნალ-გაზეთში. მონაწილეობა აქვს მიღებული რესპუბლიკურ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. წაკითხული აქვს 200-ზე მეტი საჯარო ლექცია სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, კვლევით ინსტიტუტებში და ფართო საზოგადოების წინაშე.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: