The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეო ქიაჩელი

ლეო ქიაჩელი
ოფიციალური სახელი:ლეონ შენგელაია
დაბადების თარიღი:19 თებერვალი, 1884
გარდაცვ. თარიღი:19 დეკემბერი, 1963  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: წალენჯიხის რაიონი, სოფელი ობუჯი.

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1904-1905 წლებში, სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1905-1907 წლების რევოლუციაში აქტიური მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. 1907 წელს გაიქცა ქუთაისის ციხიდან. ერთხანს არალეგალურად ცხოვრობდა მოსკოვში. 1912 გაემგზავრა შვეიცარიაში, სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში.

1909 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა. ქიაჩელის ადრინდელ ნოველებში საგრძნობია სიმბოლისტური და იმპრესიონისტული მიმდინარეობისათვის ნიშანდობლივი მოტივები — სკეფსისი ("შეურაცხყოფილი"), ნიღბის ფილოსოფია ("Escalade"), დუმილის თეორია ("სტეფანე", "ისკანდერი"), ბედისწერის პრობლემა ("ცოდვის შვილები") და სხვა. ამავე პერიოდიდან იჩინა თავი ქიაჩელის რეალისტურმა თვალთახედვამაც. საბჭოთა პერიოდში შექმნილ საუკეთესო ნოველებში ქიაჩელმა დიდი მხატვრული სიმართლითა და ფსიქოლოგიური სიღრმით გადმოსცა ყოფილი თავადების სოციალური და პიროვნული კატასტროფა. ქიაჩელის პირველი რომანი "ტარიელ გოლუა" (1916) უახლესი ქართული ლიტერატურის საეტაპო თხზულებაა. რომანი ასახავს 1905 წლის რევოლუციას სამეგრელოს სოფლის ფონზე. ქიაჩელის მომდევნო რომანი "სისხლი"(1926-1927) წარმოსახავს რეაქციის ხანას საქართველოში. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ქიაჩელის რომანმა "გვადი ბიგვამ", რომელშიც წარმოდგენილია 30-იანი წლების ქართული სოფლის ცხოვრება. ქიაჩელის უკანასკნელი რომანი "მთის კაცი" (1948) სამამულო ომს ეძღვნება. ქიაჩელის თხზულებანი თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.524

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: