შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან გაბაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ვოლოგდის ოლქი, სოფელი ვერხოვაჟიე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტეის სოციალურ-ეკონომიური ფაკულტეტი 1932 წელს. 1950-1973წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ისტორიის კათედრის გამგე. 1957-1960წწ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების აღმოსავლეთის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1960 წლიდან საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ფეოდალური ხანის აღმოსავლეთის ისტორიის გამყოფილების ხელმძღვანელი. იგი იკვლევს აღმოსავლეთის ფეოდალიზმის გენეზისის, ქართული და აღმოსავლური ქალაქებისა და საქალაქო ცხოვრების, შუა საუკუნეებში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობის, ქართული სამართლის, დიპლომატიის, დიპლომატიკის, წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის საკითხებს. ვ. გაბაშვილი იყო აღმოსავლეთმცოდნე, მწერალი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი საქართველოში აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსთა სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |