The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ზაქარია გაბაშვილი

დაბადების თარიღი:1705
გარდაცვ. თარიღი:1780  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

ზ. გაბაშვილი(მამა ბესიკ გაბაშვილისა) ქართლის მეფის თეიმურაზ II-ის კარის მოძღვარი იყო. იგი, როგორც ქართული ეკლესიის ორთოდოქსული ფრთის მეთაური, დაუპირისპირდა კათოლიკოს ანტონ I-ს. კონფლიქტის საბაბად იქცა ანტონის მისწრაფება კათოლიკობისადმი. საეკლესიო კრებამ (1755) გაბაშვილის თაოსნობით ანტონი თანამდებობიდან გადააყენა და 1756 იგირუსეთში გააძევეს. თეიმურაზ II-ის გარდაცვალების (1762) შემდეგ გაბაშვილის გავლენა სამეფო კარზე დაეცა.ერეკლე  II-მ ანტონი საქართველოს ეკლესიის მეთაურად აღადგინა (1764). გაბაშვილმა გააჩაღა ბრძოლა ანტონ I-ისა და ერეკლე II-ის წინააღმდეგ, რის გამოც იგი დააპატიმრეს. საეკლესიო კრებამ გაბაშვილი სარწმუნოების "გამრყვნელად" გამოაცხადა, შეაჩვენა და მღვდლობიდან განკვეთა. გაბაშვილი პატიმრობიდან გაიპარა და 1767 ჩავიდა ყიზლარში. 1768-1770 გაბაშვილი იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტერბურგში. აქ ის ბრალს სდებდა ანტონ I-ს სარწმუნოების ღალატში, მაგრამ სინოდმა მას მხარი არ დაუჭირა. იმედგაცრუებული გაბაშვილი 1771 იმერეთში დაბრუნდა. მალე გაბაშვილის მთელმა ოჯახმა თავი მოიყარა სოლომონ I-ის. გაბაშვილი ცხოვრობდა ქუთაისსა და გელათშიგაბაშვილი განათლებული და ძველი ქართული მწერლობაში განსწავლული პიროვნება იყო. მას ეკუთვნის პოეტური თხზულება - ვახტანგ VI-ის ძის, გიორგი ბატონიშვილის შესხმა "ლექსი ეტლზე, რომელ არიან ზოდიაქნი ბურჯნი" და სხვა. არსებობს მოსაზრება, რომ მასვე ეკუთვნის სატირული პოემა "კატისა და თაგვების ომი". გაბაშვილი 1750-1751წწ. მიუწვევიათ ერეკლე II-ის სტამბაში, სადაც მან ლიტერატურულად გამართა "კონდაკის" ტექსტი. გაბაშვილი იყო გელათის კალიგრაფიული სკოლის ფუძემდებელი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გელათის კალიგრაფიული სკოლა, ფუძემდებელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: