Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგო კლდიაშვილი![]()
Biographyდაიბადების ადგილი: სოფელი სიმონეთი, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. მამასთან ერთად (ცნობილ მწერალ დავით კლდიაშვილთან) ერთად მონაწილეობდა I მსოფლიო ომში, საქართველოში დაბრუნდა 1917 წელს. მისი პირველი პროზაული ნაწარმოები დაიბეჭდა 1911 წელს თბილისის გაზეთ "სინათლეში". 1918 წლიდან დაიწყო მუშაობა ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. 1927 წელს გამოვიდა მისი მოთხრობების პირველი კრებული. იგი იყო ქართული სიმბოლისტური სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი დრამატურგი, სცენარისტი და პუბლიცისტი, ნოველისტი. მის სახელს უკავშირდება ქართული ნოველის შექმნა. მისი პიესები - "გმირთა თაობა", "ირმის ხევი", "დაბრუნება" - წარმატებით იდგმებოდა რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების სცენაზე. ცხოვრების ბოლო წლებში დაბრმავდა. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.220; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 191; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 82 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |