The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია ალხაზიშვილი

ილია ალხაზიშვილი
სხვა სახელი:ი. ა - სი  (ფსევდონიმი)
ი. ალხ.  (ფსევდონიმი)
ილიკო  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:28 ნოემბერი, 1853
გარდაცვ. თარიღი:27 იანვარი, 1921  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, (ვერის ბაღი) თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სოფელი ზიარი, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1891 წელს.

მუშაობდა პროვიზორად ქ. ახალქალაქში. მისი თხზულებანი 1875  წლიდან იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. ავტორია ეთნოგრაფიული-ფოლკლორული, ისტორიული და სამედიცინო ნაშრომებისა: "ბუნება და ცხოვრება" (1897), "მტკვარი, ჭოროხი, რიონი" (1912–1914), "სამკურნალო მცენარენი საქართველოში" (1899), "ვარძიის მონასტერი" და სხვა. დიდი წვლილი მიუძღვის ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშავებაში: "საანატომიო და საფიზიოლოგიო ტერმინები" (1913), "ქართული ენა და სამეცნიერო ტერმინოლოგია" (1915), "ბუნების ლექსიკონი" (1916). მისი თაოსნობით რამდენიმე სოფელში გაიხსნა სკოლა და ბიბლიოთეკა-სამკითხველო, ახალქალაქში - ქართული გიმნაზია. ეთნოგრაფ-ბიბლიოგრაფი, ბუნებისმეტყველი, პროვიზორი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.1.- თბ.- გვ.346;ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.128

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: