შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამრი ფხაკაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1979 წელს. 1980-2006წწ. მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ძველი ქართული ლიტერატურის განყოფილებაში; 1997-2003წწ. საბავშვო ჟურნალ "კოკროჭინა" - რედკოლეგიის წევრი. 2005-2006წწ. საზოგადოებრივი ტელემაუწყებლისათვის მხატვრული და დოკუმენტური ფილმების გახმოვანება "ინტერნიუსში" ტექსტების რედაქტორი; 2006-2007წწ. გამომცემლობა "პალიტრა-L"-ის რედაქტორი; 2007-2008წწ. ტელეარხი "რუსთავი 2"-ის ქართული სერიალის სცენარისტი; 2007-2008წწ. გაზეთი "24 საათი"-ს საბავშვო გვერდის ავტორი; 2008-2009წწ. საზოგადოებრივი ტელემაუწყებელის იუმორისტული გადაცემა "ერისთავის სათვალე" - სცენარისტი; 2010-2011წწ. გამომცემლობა "პეგასი" - მთავარი რედაქტორი. 2011 წლიდან "საგამომცემლო სახლი ტრიასი" - მთავარი რედაქტორი; 2011 წლიდან ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებლის თეატრის ჟურნალ "მოზArt"-ის სარედაქციო ჯგუფის წევრი; 2001 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობები. არის გამომცემლობა "ტრიასის" მთავარი რედაქტორი. 2012 წლის მარტში თ. ფხაკაძე იყო ლიტერატურული საიტის "ურაკპარაკის" კონკურსის "ლიტბუნიობა" (პროზა) ჟიურის წევრი. არის თეატრალური დადგმების ავტორი: "ხავსისქუდას ოინები" (2005), "გაფრენა" (2009), "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (2010), მოთხრობა "ომი თუ მშვიდობა" დაიდგა მინი-სპექტაკლად "წიგნის სახლში" დავით დეფი გოგიბედაშვილის და თამრი ფხაკაძის მონაწილეობით; მიღებული აქვს არაერთი სალიტერატურო პრემია, მათ შორის "საბა" და "ოქროს ბუმბული"; არის გამომცემლობა დიოგენეს კონკურსის "საბავშვო პროზა-96" გამარჯვებული (1996), ლიტერატურული კონკურსი "ლუარსაბ თათქარიძის" მეორე პრემიის მფლობელი საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დავით ჯიმშერის ძე ჩოლოყაშვილის ცხოვრება და შემოქმედება". წყარო: მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე: საბავშვო მწერლები: tsignipedia.ge; kids.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |