Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ტაკიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ფაკულტეტი 1975 წელს. 1975-1985წწ. მუშაობდა ოზურგეთის საპროექტო ბიუროში ინჟინრად. 1985-1988წწ. იყო ოზურგეთის კულტურის სასახლის დირექტორი. 1986-1989წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 1990 წლიდან საცხოვრებლად გადადის თბილისში. სხვადასხვა წლებში იყო: გამომცემლობა "ეროვნული მწერლობისა" და ჟურნალ "ლიტერატურა და ხელოვნების" რედაქტორი. გაზეთ "ივერიის" თანარედაქტორი. სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ლიტერატურული ურთიერთობების ხელმძღვანელი. საქართველოს მწერალთა კავშირის უფროსი ლიტერატურული კონსულტანტი. არის სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების თანადამფუძნებელიაკაკი ბაქრაზესა და მურმან ლებანიძესთან ერთად და გამომცემლობა "დავითის" დირექტორი. გამოცემული აქვს წიგნები: "სიმაღლე" (პოეზია, 1981), "დუმილის ხმა" (პოეზია, 1985), "ჩემი წილი ცა" (პოეზია, 1986), "გახუნებული პეიზაჟები" (პოეზია, 1990), "ტაძართან" (პოეზია, 1990), "რას ტვიფრავ სულზე" (პოეზია, წერილები,1997), "ჩემს სამშობლოში მე − ემიგრანტი" (პოეზია, 2000), "სიტყვებს მიღმა" (პოეზია, პროზა, წერილები, 2006), "რატომ ტირიან ჩიტები ზამთარში" (პროზა, 2009), "ხსოვნის ანაბეჭდები" (პოეზია, 2013), "ორმოში" (პროზა, 2014), "თანმდევი ფიქრი" (წერილები, 2014), "წვეთები მინაზე" (პოეზია, 2016), "ვეფხისტყაოსანი" − მსოფლიო ლიტერატურის შედევრი" (სამეცნიერო ნაშრომები − ავტორთა ჯგუფთან ერთად, ინგლისურ ენაზე, 2016). მის ლექსებზე შექმნილია სიმღერები, ლექსებსა და ესეისტურ წერილებზე ორი მონოსპექტაკლი. ესეისტი. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.344-345 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |