The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ქარუმიძე

ზურაბ ქარუმიძე
დაბადების თარიღი:22 აგვისტო, 1957  (61 წლის)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ.თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

წლების განმავლობაში მუშაობდა XX საუკუნის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურის კვლევის ცენტრში, 1994-1995წწ. იყო ფულბრაითის მოწვეული მკვლევარი უისკონსინ-მილვოქის უნივერსიტეტში, სადაც იგი პოსტმოდერნულ ამერიკულ მეტაპროზას სწავლობდა. მისი ორი მოთხრობა (რომელებიც ავტორმა თავად თარგმნა ინგლისურად) გამოქვეყნდა ამერიკაში - "Clockwatch Review"-ში (Clockwatch Review, Bloomington, IL, 1996). რედაქტორობდა საქართველოში გამოცემულ ინგლისურენოვან ჟურნალებს: "საქართველო კავკასიის პროფილი" (1995-2000) და "კავკასიის კონტექსტი"(2002-2005). ჯეიმს ვერჩთან ერთად, ზ. ქარუმიძე იყო თანა-რედაქტორი წიგნისა - "კმარა : ვარდების რევოლუცია საქართველოს რესპუბლიკაში"(Nova Science Publishers, ნიუ-იორკი, 2005). იგი წერს ესეებს კულტურასა, კოლექტიურ მახსოვრობასა და ეროვნული ნარატივების შესახებ. 2006 წელს ინგლისურ ენაზე დაწერა რომანი "Dagny or a Love Feast", რითაც იგი პირველი ქართულენოვანი მწერალი გახდა, რომელმაც უცხოურ ენაზე რომანი დაწერა.

სადისერტაციო თემა -  "მახვილგონიერება და პატივმოყვარეობა ჯონ დონის პოეზიაში", დაიცვა 1984 წელს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - ლიტერატურული პრემია "საბა", საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
    ჯაზის ცხოვრება / ზურაბ ქარუმიძე . - თბ. : [სიესტა : ქეთევან კიღურაძე], 2009. - 496გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: