შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სულხან აბდალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1972 წელს. 1972 წლიდან მუშაობდა ჯერ წიგნის სახელმწიფო პალატაში სამნეო ნაწილის გამგედ, შემდეგ საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს სახალხო უნივერსიტეტის სამეცნიერო მეთოდიკურ კაბინეტში უფროს მეთოდისტად. ლიტერატური მოღვაწეობა 1953 წლიდან დაიწყო. პირველი ლექსი მან ალმნახ "ლიტერატურულ აფხაზეთში" გამოაქვეყნა. შემდგომ პერიოდში ს. აბდალაძის ლექსები სისტემატურად იბეჭდებოდა და გამოდიოდა ცალკე წიგნებად. მისი პოეტური კრებულები სავსეა მდიდარი პოეტური ხიბლითა და საოცარი გულწრფელობით. დიდი ინტერესით იკითხება პოეტის საბავშვო ლექსები. წყარო: ბიბლიოვიკი: nplg.gov.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |