აბდალაძე სულხან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სულხან აბდალაძე-დან)
აბდალაძე სულხან − (1930 − 1988), ქართველი პოეტი. ფსევდონიმი − „აბდელანი” დაიბადა ქუთაისში. 1946 წელს დაამთავრა ქუთაისის 25-ე არასრული საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ავტომექანიკურ ტექნიკუმში. 1967-72 წლებში სწავლობდა თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტზე. ლიტერატურული მოღვაწეობა 1953 წლიდან დაიწყო. მან პირველი ლექსი ალმანახ „ლიტერატურულ აფხაზეთში” გამოაქვეყნა. შემდგომ პერიოდში მისი ლექსები სისტემატურად იბეჭდებოდა და გამოდიოდა ცალკე წიგნებად. დიდი ინტერესით იკითხება პოეტის საბავშვო ლექსები. გამოცემული აქვს კრებულები: „ნიჟარა”, „დადგა გიორგობისთვე”, „სათაფლიაზე მწარე ბლებია”; მას ეკუთვნის, აგრეთვე, საბავშვო წიგნები: „დედის კალთა” და „ეშმაკის ბორბალი”
- ჯვარი
- სიყვარულს რა გააცივებს, უფრო მაღალი ვხდები.
- მივდივარ, ჯვარით მაცილებ,
- მოვდივარ, ჯვარით მხვდები.
- კვლავ სიხარულად მანთებს,
- ეგ გათენება დილის.
- ჯვარი ამშვენებს ამ მთებს,
- ჯვარი სწერია თბილისს!
- სიყვარულს რა გააცივებს, უფრო მაღალი ვხდები.