შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კუკური გოგიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. სწავლობდა ქუთაისში კ. მარჯანიშვილის თეატრთან არსებულ სტუდიაში 1928-1930წწ. 1928-1930წწ. სწავლის პარალელურად მუშაობდა ქუთაისში კ. მარჯანიშვილის თეატრში; სხვადასხვა დროს იყო თელავისა და თბილისის მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრების მსახიობი და დრამატურგი; ამავე დროს ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა გაზეთ "მუშასა" და ჟურნალ "ნიანგში"; 1948 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ჟურნალ "დილაში"; მისი პირველი ლექსი "შოთას", გამოქვეყნდა 1934 წელს, ხოლო პირველი საბავშვო წიგნი "თინიკოს მამალი" - 1940 წელს გამოქვეყნდა. კ. გოგიაშვილს ეკუთნის საბავშვო ლექსების, პოემებისა და ზღაპრების კრებულები: "აბლი-ბაბლი" (1961), "ვინ დაღუპა აფრასიონი" (1964) და სხვა. თოჯინების თეატრისათვის დაწერილ მის პიესებს დღესაც ნორჩი თაობის ულევი მაყურებელი ჰყავს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. II. -თბ., 2012. -გვ.60-61; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.91 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |