Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კუკური გოგიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. სწავლობდა ქუთაისში კ. მარჯანიშვილის თეატრთან არსებულ სტუდიაში 1928-1930წწ. 1928-1930წწ. სწავლის პარალელურად მუშაობდა ქუთაისში კ. მარჯანიშვილის თეატრში; სხვადასხვა დროს იყო თელავისა და თბილისის მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრების მსახიობი და დრამატურგი; ამავე დროს ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა გაზეთ "მუშასა" და ჟურნალ "ნიანგში"; 1948 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ჟურნალ "დილაში"; მისი პირველი ლექსი "შოთას", გამოქვეყნდა 1934 წელს, ხოლო პირველი საბავშვო წიგნი "თინიკოს მამალი" - 1940 წელს გამოქვეყნდა. კ. გოგიაშვილს ეკუთნის საბავშვო ლექსების, პოემებისა და ზღაპრების კრებულები: "აბლი-ბაბლი" (1961), "ვინ დაღუპა აფრასიონი" (1964) და სხვა. თოჯინების თეატრისათვის დაწერილ მის პიესებს დღესაც ნორჩი თაობის ულევი მაყურებელი ჰყავს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. II. -თბ., 2012. -გვ.60-61; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.91 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |