The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჭანტურია

გიორგი ჭანტურია
დაბადების თარიღი:19 აგვისტო, 1959
გარდაცვ. თარიღი:3 დეკემბერი, 1994  (35 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქაშვეთის ეკლესიის ეზო, თბილისი
კატეგორია:მწერალი, პოეტი, პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1979 წელს პირველად დააპატიმრეს დისიდენტური საქმიანობისთვის. 1981 წლიდან იატაკქვეშეთში ააღორძინა ეროვნულ–დემოკრატიული პარტია და მისი თავმჯდომარე გახდა, მაგრამ 1983 წელს ისევ დააპატიმრეს ანტისაბჭოთა გამოცემების გავრცელებისთვის. გათავისუფლების შემდეგ, 80–იანი წლებიდან აქტიურად ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში. 1987 წელს მონაწილეობდა ილია ჭავჭავაძის საზოგადოების შექმნაში, რომელსაც მალევე გამოეთიშა. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ მცირე ხნით კვლავ დააპატიმრეს. 1990 წლიდან ზვიად გამსახურდიასთან მისი ურთიერთობა დაიძაბა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შესახებ აზრთა სხვადასხვაობის გამო. 1991 წელს ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევის შემდგომ მისი დამოკიდებულება პრეზიდენტის მიმართ კიდევ უფრო კრიტიკული გახდა. 1991 წელს კვლავ დააკავეს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის ბრალდებით. გათავისუფლებისთანავე მან გაააქტიურა პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული გამოსვლები. 1991–1992წწ. გადატრიალების შემდეგ გ.ჭანტურია ახალი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, მიმართ ზომიერად ოპოზიციურად იყო განწყობილი, თუმცა მას მერე, რაც საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შევიდა, მისი დამოკიდებულება მთავრობისადმი გამწვავდა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეროვნულ–დემოკრატიული პარტია, თავმჯდომარე (1981-)

ბიბლიოგრაფია

  • რჩეული (ავტორი). - თბილისი, სვეტი, 2011. - 384გვ.. - ISBN: 978-9941-0-3875-4
  • საუბარი წარსულთან : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ლომისი, 1994. - 48გვ.
  • მოსე : რომანი (ავტორი). - თბილისი, კლდე, 1993. - 100გვ.
  • ოჩოპინტრე : ტრილოგიის პირველი წიგნი, მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1990. - 104გვ.
  • თეთრი ნაპირი : ლექსები (ავტორი). - ქუთაისი, საქართველო, 1990. - 39გვ.

გააზიარე: