შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ჯანგულაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ თავი დაანება სწავლას მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე და გაემგზავრა ფრონტზე. 1951 წელს იყო კულტურის რაიონული განყოფილების გამგე, 1951-1958წწ. - მწერალთა კავშირის კლუბის დირექტორი, ხოლო 1958-1966წწ. გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" პოეზიის განყოფილების გამგე, 1968 წლიდან კი "წიგნის სამყაროს" რედაქტორი. მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა 1937 წელს რაიონულ გაზეთში. პირველი კრებული − "ცხრაასორმოცდახუთი" გამოსცა 1948 წელს. მასვე ეკუთვნის კრებულები: "მაისი ოდერზე" (1956), ლექსები (1957), "მეოთხედი საუკუნის გადასარბენზე" (1965), "შუააზიური ჩანაწერები" (1970), "ზღვისა და მიწის ლეგენდა" (1971), "აღმართი" (1977), "ლექსები" (1980), "იმედის ზვრები" (1983). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.538; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.409-410 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |