Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თედო ჟორდანია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მოქვი, ოჩამჩირის რაიონი. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1875 წელს, 1889 წელს - მოსკოვის სასულიერო აკადემია. მუშაობდა თბილისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგად, შემდეგ საეკლესიო მუზეუმის გამგედ, გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამრევლო სკოლების მეთვალყურედ, სამრევლო სკოლების მასწავლებელთა კურსების ინსპექტორად და სხვ. დიდი ღვაწლი მიუძღვის პირველწყაროთა გამოვლენასა და კრიტიკულ შესწავლაში. მან შემოიტანა სამეცნიერო მიმოქცევაში XIV საუკუნის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანე "ძეგლი ერისთავთა". დიდი მუშაობა გასწია "ქართლის ცხოვრების" შედგენილობისა და ავტორების ვინაობის დასადგენად. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი "ქრონიკები და სხვა მასალა საქართვეელოს ისტორიისა და მწერლობისა". ამ მონუმენტურ ნაშრომში შესულია მის მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მრავალგზის მოგზაურობის დროს შეკრებილი დიდძალი მასალა ქრონოლოგიური პრინციპით დალაგებული, კომენტარებითა და კრიტიკული შენიშვნებით. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.303 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |