The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ია კარგარეთელი

ია კარგარეთელი
ოფიციალური სახელი:ილია კარგარეთელი
დაბადების თარიღი:2 ივლისი, 1867
გარდაცვ. თარიღი:31 მარტი, 1939  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:კომპოზიტორი, მომღერალი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ერთაწმინდა, კასპის რაიონი.

ბავშვობაში მღეროდა თბილისის სიონის ტაძრისა და ლადო აღნიაშვილის გუნდებში (1884-1885), ხოლო სიმღერაში მეცადინეობდა ქართული გუნდის ხელმძღვანელ ი. რატილთან. იგი პირველი მომღერალია, რომელიც მიიწვიეს თბილისის სახაზინო ოპერის თეატრის დასში. დებიუტი შედგა 1887 წელს (სინოდალი - ა. რუბენშტეინის "დემონში"). 1889-1891 წლებში სწავლობდა მოსკოვის ფილარმონიის მუსიკალურ–დრამატული სასწავლებლის ვოკალურ და თეორიულ განყოფილებებზე. ამავე წლებში, ქართული ხალხური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, მოსკოვში დააარსა ქართული მუსიკის საღამოები, რომელშიც მონაწილეობდა როგორც მომღერალი და დირიჟორი. 1895 წელს დაბრუნდა თბილისში. 1896 წლიდან ისევ ოპერის თეატრის სოლისტია. ამ პერიოდში შექმნა ნაწარმოებები - რომანსები "შევიშრობ ცრემლსა" და "ლამაზო ქალო". ია კარგარეთელმა ქართულ ენაზე პირველმა თარგმნა ოპერების: "სევილიელი დალაქის", "დემონის", "პიკის ქალის", "ფაუსტის", "ტრავიატას", "რიგოლეტოს", "ბალ-მასკარატის", "ოტელოსა" და "ბოჰემის" ლიბრეტოები. მისი ინიციატივით მომზადდა და სცენიდან პირველად გაჟღერდა ქართულ ენაზე მსოფლიო საოპერო ხელოვნების შედევრები - "სევილიელი დალაქი" და "დემონი". ია კარგარეთელმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფილარმონიული საზოგადოების დაარსებასა (1903) და შემდგომ  მის მუშაობაში. 1910 წელს დააარსა ქართველთა საგუნდო საზოგადოება. ამავე წელს შეუდგა სიმღერის სწავლებას თბილისის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი მუსიკის ისტორიასა და თეორიას თბილისის კონსერვატორიაში. 1890, 1909, 1921 წლებში ი. კარგარეთელმა გამოაქვეყნა ქართული ხალხური სიმღერების კრებული. მისი ნაწარმოებების საფუძველს წარმოადგენდა ქართული ქალაქური ფოლკლორი. მასვე ეკუთვნის მრავალი საგუნდო ნაწარმოები, გამოქვეყნებული აქვს ხალხური სიმღერების 3 კრებული. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.-თბ.,1980.-გვ.398; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. -თბ., 1992 .- გვ.75-76; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.59; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.67

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართული საგუნდო საზოგადოება, დამაარსებელი (1910-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1938 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: