შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაზა ალექსიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1958 წელს. 1958-1968წწ. იყო ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1968-1979წწ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1979-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის კათედრის გამგე; 1986-1988წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, შეთავსებით ტექსტოლოგიის განყოფილების გამგე; 1989-1991წწ. თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორი; 1988-2006წწ. კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი; 2002-2004წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენისა და ლიტერატურის განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელი, პრეზიდიუმის წევრი; 2006-2007წწ. ხელნაწერთა ინსტიტუტის სამეცნიერო განყოფილების გამგე; 2007 წლიდან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების გამგე; 2007 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და არმენოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი. არის 130 სამეცნიერო ნაშრომისა და 15 წიგნის ავტორი; პროფესორი (1985). საკანდიდატო დისერტაციის თემა- "ეპისტოლეთა წიგნი", დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა- "ადრეული შუასაუკუნეების კავკასიისა და საქართველოს კულტურისა და იდეოლოგიის პრობლემები", დაიცვა 1984 წელს. წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. -გვ.25 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |