Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ანთაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1978 წელს, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1987 წელს. 1979-1986წწ. იყო სახკინოს რედაქტორი; 1991-1995წწ. კინოკომპანია "შემოქმედის" გენერალური დირექტორი; 1995-2004წწ. "ზღაპრის თეატრის" ხელმძღვანელი; "ზღაპრის ჟურნალისა" (2001) და "ზღაპრის გაზეთის" გამომცემელი და რედაქტორი(2002-2004); 2004-2007წწ. განათლების სამინისტროს ბავშვთა ესთეტიკური ცენტრის დირექტორი; ნ. დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის მმართველი რეჟისორი(2007); 1986 წლიდან კ/ს "ქართული ფილმის" რეჟისორი; არის ავტორი სასწავლო მეთოდისა "თეატრალიზებული სწავლა/სწავლება; რომანებისა "პურის მარცვალი"(1984), "კომედიანტის საათი"(1991), "ცოფი"(2005) და პროზაული კრებულებისა. გადაღებული აქვს ფილმები: "მეჯლისი გაყიდულ სახლში(1986), "ფაქტები რეჟისორის ცხოვრებიდან"(1988), "30 სანტიმეტრი ზღვის დონიდან" (1989), "ოქროს ობობა" (1992) და სხვა. დადგმული აქვს 40-მდე ზღაპარ-სპექტაკლი, მათ შორის: "ნაცარქექია", "ორი ცრუპენტელა", "ტელეფონი", "კონკია", "ფიფქია", "კომბლე", "თოვლის ბაბუას არჩევნები", "ჰარი პოტერი და მისი მეგობრები", "ზღაპარი მუსიკის შესახებ" და სხვა. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |