შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათელა არველაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი 1963 წელს. 1965-1970წწ. იყო რუსთაველის თეატრის მუზეუმის გამგე; 1974-1980წწ. ხალხთა მეგობრობის მუზეუმის განყოფილების გამგე; 1962-1970წწ. ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნების" და გამომცემლობების - "საბჭოთა საქართველო" და "ხელოვნება" რედაქტორი; 1970-1980წწ. თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1980-1992წწ. ამავე ინსტიტუტის კინოფაკულტეტის დეკანი; 1980 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი; სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქმედითი ანალიზის მეთოდის ქართულ თეატრში გამოყენების საკითხისათვის", დაიცვა 1973 წელს, სადოქტორო დისერტაციის თემა - "თეატრმცოდნეობითი კვლევის ფორმები", დაიცვა 1998 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |