The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ დავითაია

ვახტანგ დავითაია
დაბადების თარიღი:22 დეკემბერი, 1934  (89 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სენაკის რაიონი, სოფელი ძველი სენაკი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს.

1958-1962წწ. იყო "საქქალაქმშენსახპროექტის" არქიტექტორი; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი; არქიტექტურული გეგმარების კათედრის პროფესორი და კათედრის გამგე; საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი (1996). გამოქვეყნებული აქვს 160-მდე სამეცნიერო სტატია. არის 250-მდე პროექტის ავტორი, მათ შორის: საერთაშორისო ახალგაზრდული ცენტრი "მზიური ველი" ბაკურიანში (არქ. გ. გეგელიასთან ერთად), საქართველოს კულტურის ფონდის საგამოფენო დარბაზი თბილისში და სხვა. მემორიალებისა: კავკასიის დამცველთა მემორიალი, "ალგეთის ბაზილიკა" სოფელ ტბისში, მეზღვაურთა მემორიალი ფოთში, დავით აღმაშენებლის ძეგლი ქუთაისში, ცოტნე დადიანის ძეგლი ფოთში (მოქ. ე. ამაშუკელი) და სხვ. მიღებული აქვს "წლის საუკეთესო არქიტექტურული წიგნის" ორი საერთაშორისო, არქიტექტურის მსოფლიო ბიენალეს "იტერარქ-83", საქართველოს მინისტრთა საბჭოს (1983) და არქიტექტურის მსოფლიო ბიენალეს "იტერარქ-85" პრემიები; 2005 წელს დასახელდა წლის ადამიანად. მას-დელ-პლატას (არგენტინა) სახელობის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი (1987), აშშ ინდიანას შტატის ქ. მანსის საპატიო მოქალაქე (1989).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის მოსკოვის გან-ბის აკადემიკოსთა საბჭო, წევრი (1995-)
  • აშშ არქიტექტორთა ინსტიტუტის კავშირი, საპატიო წევრი (1991-)
  • ბულგარეთის არქიტექტორთა კავშირი, საპატიო წევრი (1994-)
  • პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო პრემიენის მიმნიჭებელი კომიტეტი, წევრი (1995-2008)
  • რუსეთის არქიტექტურისა და საინჟინრო მეცნიერების აკადემია, საზღვარგარეთელი წევრი (1994-)
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობა, თავმჯდომარე (1995-2000)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2022 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1996 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1982 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1982 - ფოთის საპატიო მოქალაქე
  • 1972 - საქართველოს კომკავშირის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: