The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



გიორგი ძოწენიძე

გიორგი ძოწენიძე
დაბადების თარიღი:10 თებერვალი, 1910
გარდაცვ. თარიღი:5 მაისი, 1976  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1929 წელს.

 წლების მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე. სათავეში ჩაუდგა საველე გეოლოგიურ პარტიებს, რომლებიც იმხანად სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეულ საბადოებს ეძიებდნენ. 1957-1959წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალოგიისა და პეტროგრაფიის კათედრის გამგე; 1958-1959წწ. ამავე უნივერსიტეტის რექტორი; სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, 1947 წლიდან გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათ დოქტორი; 1948 წლიდან პროფესორი. მისი მოღვაწეობის ძირითადი მიმართულება იყო პალეოვულკანოლოგია და დანალექ ქანთა კვლევა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.280; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია : ka.wikipedia.org

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აშშ-ის გეოგრაფიის საზოგადოება, წევრი (1971-)
  • ბულგარეთის გეოლოგიის საზოგადოება, წევრი (1971-)
  • ვულკანოლოგთა და სედიმენტოლოგთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი (1970-)
  • ლონდონის გეოლოგიის საზოგადოება, წევრი (1975-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1955-1976)
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1968-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1950 - სტალინური პრემია
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: