The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა კიკნაძე

ვაჟა კიკნაძე
დაბადების თარიღი:27 აგვისტო, 1952  (68 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1976 წელს.

1976 წლიდან იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, 1980–1986წწ. უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1986–1988წწ. მეცნიერ თანამშრომელი, 1988–2005წწ. უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 2006 წელს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, 2007 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის არჩეული დირექტორი. არის ავტორი მონოგრაფიებისა: "საქართველო XIV საუკუნეში"(1989); "ალექსანდრტე ამილახვარი – ბრძენი აღმოსავლეთისა"(1997); "ცხოვრება და ღვაწლი ეპისკოპოს პეტრე კონჭოშვილისა"(2003). ასევე არის ავტორი სტატიისა "ლათინური წყარო XIV ს. საქართველოს ისტორიის შესახებ"(1983). 1998 წელს მიენიჭა გამომცემლობა "ლომისი"-ს პრემია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა XIV საუკუნის I ნახევარში", დაიცვა 1986 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა – "ეროვნული და საკაცობრიო პრობლემატიკა მე–19 საუკუნის ქართველი სასულიერო მოღვაწეების შეოქმედებაში", დაიცვა 2005 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის სათათბირო ორგანოს საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: