შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ურუშაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო ინსტიტუტის სატყეო მეურნეობის ფაკულტეტი 1963 წელს, უცხო ენების ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი 1980 წელს. 1967–1969წწ. იყო სატყეო ინსტიტუტის უმცროსი და 1969–1973წწ. უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1973–1982წწ. ლაბორატორიის გამგე; 1982–2000წწ. საქართველოს სასოფლო უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის კათედრის გამგე, 1995–2005წწ. პრორექტორი, 2005–2006წწ. რექტორი; 1991–2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, 2004–2006წწ. ნიადაგმცოდნეობისა და ნიადაგების გეოგრაფიის კათედრის გამგე, 2006–2007წწ. კონტრაქტორი; 2006 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის და ნიადაგების გეოგრაფიის ლაბორატორიის გამგე; 1992 წლიდან პრეზიდენტის მრჩეველი ეკოლოგიის საკითხებში; 300–მდე სამეცნიერო ნაშრომის, 30–ზე მეტი მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი. მიღებული აქვს აკადემიკოს რ. ვილიამსის სახელობის პრემია (1991, მოსკოვი). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს ტყის ყომრალი ნიადაგების ძირითადი ქვეტიპების გენეტიკური დახასიათება", დაიცვა 1967 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს მთა - ტყის ნიადაგები", დაიცვა 1980 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.141; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.278 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |