The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამაზ ხუროძე

რამაზ ხუროძე
დაბადების თარიღი:9 ნოემბერი, 1944  (75 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკურო ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1966 წელს.

1972-1981 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის უმცროსი და უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და აკადემიის პრეზიდიუმის  გამოთვლითი ტექნიკის  კომიისის სწავლული მდივანი. საქართველოს რესპუბლიკისა და თბილისის მეცნიერებათა და სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელი ორგანოების თანამშრომელი, 1982-1989 წლებში - საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი, 1986-1987 წლებში - საქართველოს კომპარტიის თბილისის კომიტეტის მეცნიერებისა და სასწავლებლების განყოფილების გამგე, 1987-1988 წლებში მუშაობდა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალობის განათლების მინისტრის პირველი მოადგილედ, 1988-1991 წლებში - საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე, პირველი მოადგილე, 1991–1993 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი კადრებისა და კომერციული საქმიანობის დარგში. იმავე წელს არჩეულ იქნა ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის დოცენტად. 1993-2006 წლებში - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი. სტუ–ს სრული პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, სასწავლო სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიის ავტორი. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1975 წელს გამოთვლითი ტექნიკის დარგში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ახალგაზრდა კადრების აღზრდისა და მომზადების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის მიღებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის ოქროს მედალი - "საქართველოს წარჩინებულ მოღვაწეს" (2000).

სადოქტორო დისერტაციის თემა -"ანალოგიური ინფორმაციის შეგროვებისა და გარდაქმნის მოწყობილობათა საიმედოობის კომპლექსური შეფასება და მისი ამაღლების მეთოდები", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge;  საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.112

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გაეროს ინფორმატიზაციის აკადემია, ნამდვილი წევრი
  • ევროპის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი
  • რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემია, წევრი
  • რუსეთის საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი
  • რუსეთის საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი
  • საერთაშორისო საინჟირნო აკადემია, ნამდვილი წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2001-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვლი წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - საქართველოს პრეზიდენტის ოქროს მედალი - "საქართველოს წარჩინებულ მოღვაწეს".
    ახალგაზრდა კადრების აღზრდისა და მომზადების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის
  • 1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1992-1997 წლებში შესრულებული სამუშაოსათვის - ''ეფექტიანი ავტოგაზგასამართი საკომპრესორო სადგური ახალი თაობის კომპრესორებით''.
  • 1997 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: