შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეთერ ქემერტელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ფარმაცევტული ინსტიტუტი 1946 წელს. 1946-1949 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო ფარმაცევტული ინსტიტუტის წამლის ფორმათა და გალენური პრეპარატების კათედრის უფროსი ლაბორანტი, 1948-1953 წლებში - თბილისის ქიმიურ-ფარმაცევტული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, 1951-1953 წლებში - ამავე ინსტიტუტის ფარმაქიმიკოსი, 1953–1960 წლებში იყო საქართველოს იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1958-1961 წლებში - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1961 წლიდან - ინსტიტუტის ფიტოქიმიის განყოფილების გამგე, 1958–1963წწ. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 1964–1972 წლებში დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში,1972–2006 წლებში კი - დირექტორი. 1977 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 2009 წლიდან არის საქართველოს საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. 9 მონოგრაფიის, 530 სამეცნიერო ნაშრომის, 75 საავტორო მოწმობისა და პატენტის, 35 ახალი სამკურნალო პრეპარატის ავტორია. 1997 წელს დაჯილდოვდა ამერიკისა ბიოგრაფიის ინსტიტუტის საერთაშორისო კოლეგიის "ოქროს ფირფიტით" და აღიარებული იქნა წლის გამორჩეულ პიროვნებად მცენარეთა ქიმიის მეცნიერების დარგში; "საქართველოს 1998 წლის საუკეთესო მედიცინის მუშაკი"-ს საპატიო ნიშნის მედლით; კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის მედლით - XX საუკუნეში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის "საუკეთესო პიროვნება" (2000). ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს მცენარეთა ფიტოქიმიური შესწავლა და სამკურნალო პრეპარატები", დაიცვა 1973 წელს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10.-თბ.,1986.-, გვ.499; თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი: new.tsmu.edu; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.175; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.320 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |