შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ღუდუშაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სნო, ყაზბეგის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სპეციალობით სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა 1950 წელს; ასპირანტურა 1953 წელს (მოსკოვი). 1950 წლიდან მუშაობდა კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1954 წლიდან საქართველოს ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა და ენერგეტიკის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1957–2006წწ. იყო ამავე ინსტიტუტის ენერგეტიკულ ნაგებობათა თეორიული კვლევების განყოფილების გამგე; 1957–2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესორი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. არის 4 მონოგრაფიის, 7 გამოგონებისა და 200 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; იყო საინჟინრო და მრავალი სხვა აკადემიის აკადემიკოსი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "თაღოვანი და გუმბათობანი კაშხლების დაძაბულ–დეფორმირებული მდგომარეობის გამოკვლევისთვის ფიქტიურ ორთოტროპიულ სისტემათა შერწყმის მეთოდი", დაიცვა 1967 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 346 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |