შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამირან შალიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კოკანდი, უზბეკეთი. დაამთავრა თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის სარეჟისორო ფაკულტეტი 1960 წელს; თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამის მსახიობის სპეციალობით 1964 წელს. 1967 წლიდან არის ქართული პროფესიონალური პანტომიმის სკოლის ფუძემდებელი; 1965–1969წწ. იყო მუსკომედიისა და 1969–1973წწ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრების მსახიობი; 1973–1975წწ. ფილარმონიის პანტომიმის დასის ხელმძღვანელი; 1975 წლიდან არის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში პანტომიმის განხრის დამაარსებელი (1978); 1999 წლიდან ბათუმის სახელმწიფო ხელოვნების ინსტიტუტის პანტომიმის სარეჟისორო და სამსახიობო სახელოსნოს ხელმძღვანელი. პროფესორი. არის ავტორი წიგნებისა: "პანტომიმა დუმილის პოეზიაა" (1999), "დუმილის შემდეგ" (2004), "ხილვები ფიროსმანზე"(2004), "ცრემლიანი შემოდგომა" (I, 2005; II, 2006). მიღებული აქვს პრემია "საუკეთესო რეჟისორი პლასტიკაში" (1990), პროფესორი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.494; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.67 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |