The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ მახარაძე

მიხეილ მახარაძე
Date of birth:13 November, 1946
Date of death:4 October, 2023  (at 76 years)
Category:Public official, Scientist, Educator, Politician, Publicist, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ფაჩხა, ხულოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის სპეციალობით 1970 წელს.

 1970-2011წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მევნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ქართული ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი (1994 წლიდან); 2004 წლის თებერვალი-აპრილი საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2008წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; 2008-2012წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2013 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტის პროფესორი. მუშაობს შუა საუკუნეების ფილოსოფიის, ქართული ფილოსოფიის ისტორიის, კულტურის ფილოსოფიისა და რენესანსის პრობლემებზე. მის ნაშრომებში გამოკვლეულია არეოპაგიტიკის ფილოსოფიური წყაროები და ძირითადი პრობლემები, არეოპაგიტიკის გავლენები და არეოპაგიტული მისტიციზმის ფილოსოფიური ხასიათი. მისი აზრით, მისტიციზმის საფუძველი არ არის პირველმიზეზის (ღმერთის) ის უარყოფითი დახასიათება, რომელიც უპირისპირდება დადებითს. კატაფატიკა და აპოფატიკა პირველ რიგში ცოდნის მეთოდებია. მისტიციზმზე გადასვლა იწყება მას შემდეგ, როდესაც აღმოჩნდება, რომ ცოდნის მეთოდები უძლურია პირველსაწყისის წვდომისათვის. არეოპაგიტიკაში მისტიციზმის საფუძველია აბსოლუტური ნეგაცია. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ნეოპლატონიზმის მნიშვნელობას შუა საუკუნეების აზროვნებისა ზოგადად და, კერძოდ, ქართულ სააზროვნო ვითარებისათვის, რაც დასტურდება ბერძნული წყაროებით, კოლხეთის რიტორიკული სკოლითა და ამ პერიოდის ცნობილი სახელმწიფო მოღვაწის - ბაკურის ფილოსოფიური შეხედულებებით. ნეოპლატონიზმის გავლენა ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაზე ქართული ნეოპლატონიზმის ჩამოყალიბებით დასრულდა. ნაყოფიერად მუშაობს პუბლიცისტიკაში, გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო და პუბლიცისტური სტატია. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (2002).

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.122-123; საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 244;  საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.59;  საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.620

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - See more at: http://www.parliament.ge/index.php?option=com_k2&view=item&id=209:makharadze-mikeil&lang=ge#sthash.gf0yHUIn.dpuf
ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - See more at: http://www.parliament.ge/index.php?option=com_k2&view=item&id=209:makharadze-mikeil&lang=ge#sthash.gf0yHUIn.dpuf

Member of Organizations

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, წევრი (2008-2012)
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, წევრი (2004-2008)
  • ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარე (2007-2011)
  • საქართველოს მე–5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2004)
  • საქართველოს მე–8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე–8 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე–8 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი (2015-2016)
  • საქართველოს მე–8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1993-)
  • საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1995-)

Awards and Honors

  • 2012 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • 2011 - საქართველოს ეროვნული პრემია
  • 2007 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
  • 2005 - შალვა ნუცუბიძის სახელობის პრემია
  • 2004 - ღირსების ორდენი
  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

Bibliography


Share: