The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია წინამძღვრიშვილი

ილია წინამძღვრიშვილი
სხვა სახელი:ხორეშანა გვერდწითელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:13 სექტემბერი, 1834
გარდაცვ. თარიღი:15 სექტემბერი, 1920  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი წინამძღვრიანთკარი, მცხეთის რაიონი
კატეგორია:პედაგოგი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფელი წინამძღვრიანთკარი.

დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია 1855 წელს; მოკლევადიანი აგრნომიული კურსები.

მსახურობდა მომრიგებელ შუამავლად, მომრიგებელ მოსამართლედ და უფროს ნოტარიუსად თბილისში;  1883 წლის 4 სექტემბერს საკუთარ მამულში, თავისი ხარჯითა და საზოგადოების დახმარებით გახსნა წინამძღვრიანთკარის სასოფლო–სამეურნეო სკოლა;  ხორეშანა გვერდწითელის ფსევდონიმით აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ–გაზეთებში(70–იანი წლებიდან); მისი წერილები, პუბლიცისტური სტატიები და ნარკვევები ეხებოდა საყოფაცხოვრებო, ეთნოგრაფიულ და სამეურნეო საკითხებს. აქვს პედაგოგიური ხასიათის წერილებიც. 1889 წელს გამოსცა სახელმძღვანელო "ვაზის მოშენება", "ზოგადი მიწათმოქმედება". 1933 წელს სკოლის ბაზაზე შეიქმნა წინამძღვრიანთკარის ილია წინამძღვრიშვილის სახელობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: