The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ ხელაშვილი

ანზორ ხელაშვილი
დაბადების თარიღი:19 აგვისტო, 1938  (85 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კარდანახი, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1962 წელს.

1962-1965წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ასპირანტი, ქ. დუბნის ბირთვულ კვლევათა გაერთიანებული ინსტიტუტი; 1965-1969წწ.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1969-1973წწ. ამავე ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1973-1981წწ. მაღალი ენერგიების ფიზიკის პრობლემური სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის თეორიული ფიზიკის ლაბორატორიის გამგე; 1981-1986წწ. მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ველის კვანტური თეორიის ლაბორატორიის გამგე; 1986-1995წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ზოგადი ფიზიკის კათედრის გამგე; 1993-2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში; 1995-2006წწ. ამავე უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე; 2006 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი; 2007 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილების გამგე. 1966 წლიდან ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი; 1983 წლიდან ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი; 1986 წლიდან პროფესორი. მეცნიერული ინტერესების სფერო: თეორიული და მათემატიკური ფიზიკა, ველის კვანტური თეორია, ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკა. 126 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.252

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ნაციონალური აკადემია, წევრი (1998-)
  • ამერიკის შეერთებული შტატების ფიზიკის პედაგოგთა ნაციონალური ასოციაცია, წევრი (2002-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1997-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - ილია ვეკუას სახელობის პრემია
  • 2009 - საქართველოს ეროვნული პრემია
  • 2005 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 2002 - ფრიდრიხ ნანსენის საერთაშორისო ფონდის ოქროს მედალი
  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვისთვის
  • 1983 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: