The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ფერაძე

გრიგოლ ფერაძე
სხვა სახელი:წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე  (სასულიერო სახელი)
დაბადების თარიღი:31 აგვისტო, 1899
გარდაცვ. თარიღი:6 დეკემბერი, 1942  (43 წლის ასაკში)
კატეგორია:თეოლოგი, ისტორიკოსი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სიღნაღის რაიონი, სოფელი ბაკურციხე.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი 1913 წელს, ხოლო სასულიერო სემინარია  - 1918 წელს. ამავე წლიდან სწავლა განაგრძო ახლადდარსებულ თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. გერმანიაში ბერლინის უნივერსიტეტში სწავლობდა თეოლოგიას და აღმოსავლურ ენებს. შემდეგ ბონის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე გადავიდა, სადაც  ნაშრომისათვის, რომელიც საქართველოს მონასტრებს შეეხებოდა, ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გრიგოლ ფერაძე 16 ენას ფლობდა; 1931 წლის 18 აპრილს ლონდონის წმ. სოფიის ბერძნულ საკათედრო ტაძარში ბერად აღიკვეცა; აქვე ეკურთხა დიაკვნად; შემდეგ გაგზავნეს პარიზში მის მიერვე დაარსებულ წმ. ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში, სადაც II მსოფლიო ომის დაწყებამდე იღწვოდა; II მსოფლიო ომის დროს ხშირად იფარავდა ფაშისტების მიერ დევნილ ადამიანებს; 1942 წლის 6 დეკემბერს თავის თავზე აიღო ერთი მრავალშვილიანი ებრაელის სასჯელი და მის მაგივრად შევიდა გაზის კამერაში. მისი ხელმძღვანელობით პარიზში გამოიცემოდა ჟურნალი "ჯვარი ვაზისა". 1995 წლის 19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მამა გრიგოლი წმინდანად შერაცხა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.261

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - საქართველოს ეროვნული გმირი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: